მხოლოდ პროექტის დირექტორებისათვის

VII ეტაპი

(დავალება საჭიროა შესრულდეს რეგულარულად ყოველ სამუშაო დღეს)

პროექტის დირექტორი ხელმძღვანელობს მის სამუშაო თემას მთელი საქართველოს მაშტაბით. მის დაქვემდებარებაშია პროექტის კოორდინატორები. მისი დამატებითი მოვალეობებია:

  1. დაეხმაროს თავის სამუშაო სფეროში არსებულ კოორდინატორებს და გაუწიოს კვალიფიციური რეკომენდაციები.
  2. აკონტროლოს კოორდინატორები, მათი მუშაობის განრიგი, მუშაობის პროცესი, მათი გაყიდვები და მომხმარებლებთან/კლიენტებთან მათი კომუნიკაციის ხარისხი.
  3. ზრუნავს თავისი თემის განვითარებაზე, წინსვლაზე და წარმატებაზე მის რეგიონში.
  4. აქვს შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთოს კომპანიის ტურისტულ თავგადასავალში, მონაწილეობა მიიღოს კომპანიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, ივენთებში, ტრენინგებში და საქველმოქმედო აქტიობებში.
  5. აქვს შესაძლებლობა დაგეგმოს და შეადგინოს თავის სამუშაო თემასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პროექტი. კომპანიის შესაბამისი სამსახურის დასტურის შემდეგ განახორციელოს ის.
  6. დირექტორის უმთავრესი მოვალეობაა განავითაროს, დაგეგმოს ახალი სტრატეგიები მის სფეროში, გაზარდოს გაყიდვები, პროდუქტის და მომსახურეობის ხარისხი. კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით და განახორციელოს ის.
  7. დირექტორი ნებისმიერ გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ კომპანიის პრეზიდენტის დასტურის შემდეგ.
  8. დირექტორი ესწრება კომპანიის შეხვედრებს და კორპორატიულ ღონისძიებებს.