მხოლოდ პროექტის კოორდინატორებისათვის

VI ეტაპი

(დავალება საჭიროა შესრულდეს რეგულარულად ყოველ სამუშაო დღეს)

პროექტის კოორდინატორი ინიშნება რეგიონების მიხედვით და ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეულ სამუშაო თემაში არსებულ მენეჯერების გუნდს. მისი დამატებითი მოვალეობებია:

  1. დაეხმაროს თავის სამუშაო სფეროში არსებულ მენეჯერებს და გაუწიოს კვალიფიციური რეკომენდაციები.
  2. აკონტროლოს მენეჯერები, მათი მუშაობის განრიგი, მუშაობის პროცესი, მათი გაყიდვები და მომხმარებლებთან/კლიენტებთან მათი კომუნიკაციის ხარისხი.
  3. კოორდინატორის მოვალეობაა თავის სამუშაო სფეროში, მის დაქვემდებარებაში არსებულ მენეჯერებთან ერთად გაზარდოს გაყიდვები და მომსახურეობის ხარისხი თავის რეგიონში.
  4. ზრუნავს თავისი გუნდის განვითარებაზე, წინსვლაზე და წარმატებაზე მის რეგიონში.
  5. აქვს შესაძლებლობა თავის გუნდთან ერთად აქტიურად ჩაერთოს კომპანიის ტურისტულ თავგადასავალში, მონაწილეობა მიიღოს კომპანიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, ივენთებში, ტრენინგებში და საქველმოქმედო აქტიობებში.
  6. აქვს შესაძლებლობა თავის გუნდთან ერთად დაგეგმოს და შეადგინოს თავის სამუშაო თემასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პროექტი მის რეგიონში. კომპანიის შესაბამისი სამსახურის დასტურის შემდეგ განახორციელოს ის.
  7. კოორდინატორი ნებისმიერ გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ კომპანიის პრეზიდენტის დასტურის შემდეგ.
  8. კოორდინატორი ესწრება კომპანიის შეხვედრებს და კორპორატიულ ღონისძიებებს.
EnglishქართულიРусский