V ეტაპი
(დავალება საჭიროა შესრულდეს რეგულარულად ყოველ სამუშაო დღეს)
უფროსი მენეჯერი არის სტაჟიორების ხელმძღვანელი. მისი დამატებითი მოვალეობებია:
- დაეხმაროს თავის სამუშაო სფეროში არსებულ სტაჟიორებს და გაუწიოს კვალიფიციური რეკომენდაციები.
- აკონტროლოს სტაჟიორები, მათი მუშაობის განრიგი, მუშაობის პროცესი, მათი გაყიდვები და მომხმარებლებთან/კლიენტებთან მათი კომუნიკაციის ხარისხი.
- უფროსი მენეჯერის მოვალეობაა თავის სამუშაო სფეროში, მის დაქვემდებარებაში არსებულ სტაჟიორებთან ერთად გაზარდოს გაყიდვები და მომსახურეობის ხარისხი.
- ზრუნავს თავისი გუნდის განვითარებაზე, წინსვლაზე და წარმატებაზე.
- აქვს შესაძლებლობა თავის გუნდთან ერთად აქტიურად ჩაერთოს კომპანიის ტურისტულ თავგადასავალში, მონაწილეობა მიიღოს კომპანიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, ივენთებში, ტრენინგებში და საქველმოქმედო აქტიობებში.