
მოგესალმებით, თქვენ გესაუბრებათ კომპანია CBMG – ს ონლაინ გიდი, ციფრული ოფისიდან. თქვენს გვერდით მიგულეთ, თქვენს გვერდით ვიქნები მთელი თქვენი სტაჟირების და სამუშაო პროცესის განმავლობაში, ჩემი ლოკაციის ადგილია: მთავარი მენიუ, ჩემი კაბინეტი, ქვე მენიუ, გიდის ინსტრუქცია, ვიდეო გიდი. შეგიძლიათ მომმართოთ დახმარებისათვის 24/7. დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი მომწერეთ ან დამიკავშირდით სამუშაო დროს: ორშაბათი – პარასკევი, 11:00 დან 19:00 საათამდე. აბა წავედით.
სამუშაო ინსტრუქცია შედგენილია მაქსიმალურად დეტალურად. იმისათვის, რომ დამოუკიდებლად, მშვიდად და შეუფერხებლად შეძლოთ იმუშაოთ ციფრულ ოფისში. ყურადღება მიაქციოთ, თქვენს შედეგებს და დასახულ მიზნებს, სწორად დაგეგმოთ სამუშაო დრო, რომ იფიქროთ მხოლოდ წარმატებაზე, წინსვლაზე და განვითარებაზე.
კომპანიის მიზანია ყველა პირობა შეგიქმნათ იმისათვის, რომ იმუშაოთ სტაბილურად თქვენთვის საინტერესო: პროექტში, გარემოში, საზოგადოებასთან, რომ მიაღწიოთ წარმატებას და მიიღოთ თქვენთვის სასურველი ანაზღაურება. დიახ, ეს რეალურია და ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენს კომპანიაშია შესაძლებელი.
მაშ ასე, ვიწყებთ მუშაობას, იყავით ყურადღებით და დაკვირვებით, ყველაზე მთავარი ეს არის ამ სამსახურში. თუ რაიმეს ვერ გაიგებთ გვკითხეთ და გიპასუხებთ.
პუნქტი № 1
თქვენი მხრიდან ციფრულ ოფისში სამუშაოდ დაგჭირდებათ:
1. ინტერნეტთან წვდომა;
2. ბლოკნოტი ან რვეული, რომ თქვენთვის ჩაინიშნოთ სამუშაო ეტაპები და პროცედურები;
3. MS Word და MS Excel ფაილები;
4. კომპიუტერი, პლანშეტი ან მობილური iOS / Android / iPhone;
5. WhatsApp ან Viber – ის აპლიკაცია;
6. საკუთარი ელ.ფოსტის მისამართი, რეკომენდირებულია Gmail – ი;
7. სოციალური ქსელი, ერთი ან რამოდენიმე: Facebook / Instagram / TikTok / Twitter / LinkedIn / YouTube / Telegram და სხვა.
8. აქტიური ბანკის ანგარიშის ნომერი IBAN და მიმღების სახელი და გვარი;
9. 20 ლარი სტაჟიორის ლიცენზიის გასააქტიურებლად. რასაც საკუთარი ბიუჯეტიდან იხდით ერთჯერადად, მხოლოდ ერთხელ სამუშაო თვის ბოლოს ანაზღაურების მიღებამდე.
ახლა თქვენ უკვე გაქვთ ტესტირების პირველი კითხვა სწორი პასუხით:
1. რა დაგჭირდებათ თქვენი მხრიდან კომპანიაში სამუშაოდ? პასუხი: ჩამოთვლით ზემოთ მოცემულ 9 პუნქტს
თუ ყველაფერი რიგზეა გააგრძელეთ კითხვა. თუ არა, ჯერ მოაწესრიგეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტი. დარეგისტრირდით სოციალურ გვერდზე/ებზე და გადმოტვირთეთ აპლიკაცია/ებ თქვენს მოწყობილობაში. ამის შემდეგ, გადადით მომდევნო გვერდზე 2.
პუნქტი № 2
რადგან მუშაობის ინსტრუქციას ეცნობით, ესე იგი თქვენ უკვე გაქვთ, ამ კომპანიაში სამუშაოდ აუცილებელი, ძირითადი ინსტრუმენტები მუშაობის დასაწყებად:
- გაქვთ აქტიური ლიცენზია. წვდომა საკუთარ აქტიურ ციფრულ კაბინეტთან (ყველა სამუშაოდ საჭირო ფაილებთან, ინსტრუმენტებთან, მასალებთან, გეგმებთან, შეთავაზებებთან და შესაძლებლობებთან).
- გაქვთ, ციფრული სახელი (მომხმარებლის სახელი), აუცილებლად დაიმახსოვრეთ. დაგჭირდებათ იდენთიფიცირებისათვის, კლიენტებთან სამუშაოდ, გაზიარება, პოსტი, პიარისათვის, რეფერისათვის, საკუთარ სავიზიტო და კომპანიის ბარათზე დასატანად და ანაზღაურების მისაღებად.
- მნიშვნელოვანია! თქვენი ციფრული სახელი, თქვენი №1 საჭირო და აუცილებელი ინსტრუმენტია ციფრულ ოფისში სამუშაოდ.
- გაქვთ ვერიფიცირებული საკუთარი მობილურის ნომერი, საკონტაქტოდ
- გაქვთ ვერიფიცირებული საკუთარი ელ.ფოსტის მისამართი, საკონტაქტოდ.
- გაქვთ ვერიფიცირებული ბანკის ანგარიშის ნომერი IBAN , სადაც დაგერიცხებათ ანაზღაურება.
- გაქვთ პირადი აქტიური ციფრული კაბინეტი. თქვენი სამუშაო პროცესის სამართავად.
- გაქვთ პროფილი კომპანიის თანამშრომლებთან საკომუნიკაციოდ.
თანამშრომლებს გთხოვთ, გაეცნოთ და აუცილებლად დაიცვათ კომპანიის შიდა განაწესი. მისი დარღვევის შემთხვევაში თანამშრომელი მიიღებს მხოლოდ ერთ გაფრთხილებას, დაუმორჩილებლობის ან/და იგივე დარღვევის შემთხვევაში თანამშრომელს დაეკისრება ფულადი ჯარიმა: ზარალის სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება.
ციფრული ოფისი გაძლევთ შესაძლებლობას, იმუშაოთ უკვე გამოცდილი დატესტილი და ეფექტური სამუშაო მეთოდით. ასევე გაძლევთ შესაძლებლობას გამოიყენოთ უკვე გამზადებული სამუშაო ფორმები:
- სავიზიტო ბარათების ფორმები
- შეთავაზების ფორმები
- პრეზენტაციების ფორმები
- პოსტების ფორმები
- ბანერების ფორმები
- სარეკლამო ბანერების ფორმები
და სხვადასხვა სარეკლამო მასალები/ინსტრუმენტები სამუშაოდ. დეტალურად ნახვა შეგიძლიათ აქ სამუშაო ფაილები. თქვენ არ დაგჭირდებათ არაფრის მოფიქრება და შექმნა, ჩვენ ეს თქვენს მაგივრად გავაკეთეთ.
გასათვალისწინებელია! აუცილებელია, რომ თანამშრომლებმა იმუშაოთ მზა ფორმებით იმისათვის, რომ შენარჩუნებული იქნას კომპანიის ხელწერა, იმიჯი, მიდგომა და მუშაობის სტრატეგია. ეს არის № 2 აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორი თანამშრომლებისათვის.
თუ თქვენ შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ უკეთესი, უფრო განსხვავებული და ორიგინალური ვერსიები, გთხოვთ შეუერთდეთ კრეატიულ სტუდიას, გახდეთ კრეატიული მენეჯერი, იმუშაოთ დამატებითი და მიიღოთ დამატებითი ანაზღაურება.
სანამ მზა ფაილების გამოყენებას დაიწყებთ, აუცილებელია! ეს ფაილები გადმოგეწეროთ თქვენ (იყოს თქვენ ციფრული სახელზე) და იყოს წარდგენილი კლიენტებთან თქვენი ციფრული სახელით. ამისათვის უბრალოდ გახსენით თითოეული ფაილი და დაამატეთ / მიუთითეთ თქვენი ციფრული სახელი, მობილურის ნომერი და ელ.ფოსტის მისამართი შესაბამის ველებში. სხვა ინფორმაცია: თანამდებობა, სახელი და გვარი, შეგიძლიათ დაამატოთ სურვილისამებრ.
გაითვალისწინეთ! ანაზღაურება და % – ები გაყიდვებიდან დაგერიცხებათ, მხოლოდ იმ დასრულებული გარიგებიდან, სადაც მითითებული იქნება თქვენი ციფრული სახელი.
პუნქტი № 2.1
იცოდეთ, რომ კომპანიის პიარ კამპანიაში არსებობს “კრეატიული სტუდია“, რომლის დანიშნულება და მიზანია მოიფიქროს/შექმნას ტექსტი, დიზაინი, ფორმატი, კომპანიის სარეკლამო მასალების და სამუშაო ფაილებისათვის, მათი ეფექტურობის, მრავალფეროვნების, ორიგინალურობის და გაყიდვების გასაზრდელად.
კრეატიულ სტუდიაში დასაქმება შესაძლებელია ნებისმიერი თანამშრომლისათვის, თუ თავად თვლით, რომ საინტერესოა თქვენთვის: მოიფიქროთ და შექმნათ ახალი, გამორჩეული და ორიგინალური, გაეცანით სტუდიას დეტალურად და შემოგვიერთდით. ხოლო იმისათვის, რომ გახდეთ კრეატიული მენეჯერი და მიიღოთ დამატებითი ანაზღაურება კრეატიული სტუდიიდან, საჭიროა აკმაყოფილებდეთ მოთხოვნებს, იხილეთ აქ.
ნელ ნელა თან ვისწავლოთ, გავიგოთ კომპანიის შესახებ მეტი და თან მივყვეთ ინსტრუქციას.
თქვენ უკვე გაქვთ ტესტირების რამოდენიმე კითხვა სწორი პასუხებით:
2. რა ძირითადი სამუშაო ინსტრუმენტები დაგჭირდებათ, ციფრულ ოფისში სამუშაოდ? პასუხი: ჩამოთვლით 7 ძირითად სამუშაო ინსტრუმენტს.
3. რა ღონისძიება გატარდება შიდა განაწესის დარღვევისათვის? პასუხი: დაეკისრება ფულადი ჯარიმა.
რა სამუშაო მასალები/ფორმები/ინსტრუმენტებია საჭირო ციფრულ ოფისში სამუშაოდ? სწორი პასუხი: ჩამოთვლით ექვსივე ფორმას
4. რა არის №2 გასათვალისწინებელი ფაქტორი მუშაობის დროს? პასუხი: მუშაობა მზა ფორმებით.
5. რა შემთხვევაში ჩამეთვლება მე, დასრულებული გარიგება ანაზღაურების მისაღებად? სწორი პასუხი: როდესაც დასრულებულ გარიგებაში მითითებული იქნება ჩემი ციფრული სახელი.
7. რა არის კრეატიული სტუდიის დანიშნულება? სწორი პასუხია: მოიფიქროს / შექმნას სამუშაო ფორმების და ფაილებისათის ტექსტი, დიზაინი და ფორმატი.
ხომ ყველაფერი რიგზეა? თქვენ ერთდროულად ღებულობთ ინფორმაციას კომპანიის შესახებ, ეცნობით მუშაობის ინსტრუქციას და ღებულობთ ტესტირების კითხვებს სწორი პასუხებით. ტესტირებას გაივლით სტაჟირების დასრულების შემდეგ და დაწინაურების სურვილის შემთხვევაში, ახალ თანამდებობაზე გადასასვლელად.
თუ ყველაფერი რიგზეა და გასაგებია გავაგრძელოთ. ძალიან საინტერესო სამსახური გელით წინ დიდი პერსპექტივით.
პუნქტი № 3
კომპანია გთავაზობთ, რამოდენიმე ერთმანეთისაგან განსხვავეულ სამუშაო სფეროს , რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, რომ თქვენი მუშაობა ციფრულ ოფისში უფრო შედეგიანად და თქვენთვის საინტერესოდ წარიმართოს.
სამუშაო სფეროები (შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი ან რამოდენიმე და თქვენთვის ჩაინიშნოთ) ესენია:
- მუშაობა სავაჭრო ცენტრზე – განმარტება: კომპანიას აქვს საკუთარი ციფრული სავაჭრო ცენტრი, სადაც ამ ეტაპისათვის განთავსებულია მხოლოდ ნიმუშები ვიზუალურად უკეთ აღსაქმელად, მას დროთა განმავლობაში ავტომატურად ჩაანაცვლებს რეალური პროდუქცია/მომსახურეობები რასაც განათავსებენ ვენდორები. სავაჭრო ცენტრში განთავსებულია სავაჭრო სივრცები, რომლებიც ქირავდება, მას ქირაობს ვენდორი და ანთავსებს საკუთარ პროდუქტებს/მომსახურეობებს, ვენდორს აქვს საკუთარი ციფრული კაბინეტი სავაჭრო ცენტრში, სადაც ის თავად აკონტროლებს და მართავს მის გაყიდვებს, შეკვეთებს, შემოსავლებს, ხარჯებს, საწყობს, ნახვებს და სტატისტიკას. მას ასევე შეუძლია შეცვალოს საკუთარი მაღაზიის დიზაინი, სამუშაო საათები, საკონტაქტო მონაცემები, წესები და პირობები. თანამშრომლებს სავაჭრო ცენტრზე მუშაობისას გევალებათ: მოიძიოთ, დააინტერესოთ და მოიზიდოთ ვენდორები. თქვენი ციფრული სახელით დაეხმაროთ რეგისტრაციაში, ლიცენზიის შეძენაში და აქტივაციაში. მას შემდეგ რაც ვენდორი გაიაქტიურებს საკუთარ ციფრულ კაბინეტს დაეხმაროთ მას, მისი პროდუქტების/მომსახურეობის განთავსებაში. დაეხმაროთ მათ გაყიდვებში პიარში, რეკლამირებაში, საკუთარი შემოსავლის გასაზრდელად. სავაჭრო ცენტრში შეგვიძლია ვიმუშაოთ ყველა სფეროზე ერთდროულად.
- მუშაობა ვენდორებზე – განმარტება: ვენდორი ნიშნავს გამყიდველს. კომპანიის ვენდორი შეუძლია გახდეს ყველა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ვინც კი რაიმე პროდუქტს ან მომსახურეობას ყიდის, ნებისმიერ: სავაჭრო ობიექტს, მაღაზიას, მარკეტს, ჯიხურს, გარე მოვაჭრეს, კომპანიას, სააგენტოს, კვების ობიექტს, სასტუმროს, გასართობ ცენტრს, დასასვენებელ კომპლექს, სამშენებლო ბრიგადას, მომსახურეობის ოფისს, კულინარიით ან ხელსაქმით დაკავებულ პირებს და სხვა…) თანამშრომლებს გევალებათ, ვენდორების მოძიება, მათი დაინტერესება კომპანიის შეთავაზებებით და მომსახურეობებით, მათი დარეგისტრირება თქვენი ციფრული სახელით და მათი პროდუქციის განთავსების ორგანიზება, მათი მომსახურება და კონტროლი კომპანიის სავაჭრო ცენტრში ან მის სავაჭრო სივრცეებში (პროექტებში).
- მუშაობა პიარ კამპანიაზე – განმარტება: ამ სფეროში შედის ჩვენი კომპანიის ნებისმიერ პლათფორმაზე რეკლამის განთავსება: სარეკლამო ბანერის, ვიდეოს, სლაიდის, ტექსტის ან ღილაკის სახით. ამ ეტაპისათვის რეკლამის განთავსება შესაძლებელია მხოლოდ სავაჭრო ცენტრში, კარიერის ვებ გვერდზე და ხელნაკეთების ვებ გვერდზე. დანარჩენი პროექტები გაიხსნება ეტაპობრივად. თანამშრომლების მოვალეობაა: მოიზიდოთ კლიენტები და თქვენი ციფრული სახელით დაეხმაროთ მათ რეკლამის განთავსებაში, შემოსავლის გაზრდის მიზნით.
- მუშაობა ბრენდზე – განმარტება: კომპანიაში იქმნება, რამოდენიმე სხვადასხვა მიმართულების ბრენდის ხაზი. თანამშრომლებს ევალებათ კომპანია CBMG – ს ბრენდის პროდუქციის პიარი, გაყიდვები და მომხმარებლების მოზიდვა. ასევე შესყიდვების წარმოება და ინვესტორების მოზიდვა.
- მუშაობა სტუდიებზე – განმარტება: კომპანიაში ყალიბდება შემდეგი სტუდიები: სარეკლამო, ვებ სტუდია, განათლების სტუდია, ფოტო სტუდია, ვიდეო სტუდია, კრეატიული სტუდია, არქიტექტურა და დიზაინის (ექსტერიერი & ინტერიერი) სტუდია. თანამშრომლებს გევალებათ აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო სფერო, მოიზიდოთ მომხმარებლები, სტუდიის პროდუქტი / მომსახურეობის პიარი და გაყიდვები.
თქვენ გაქვთ პასუხი კითხვაზე: რა სფეროში მუშაობ კომპანიაში? მაგ: – სავაჭრო ცენტრზე ან ვენდორებზე, პიარ კამპანიაზე, ბრენდზე, სტუდიებზე. თქვენი არჩევანის შესაბამისად.
პუნქტი № 3.1
ცოტა ხომ არ დაიღალეთ? სულ ცოტაც და გაიგებთ მთელი მუშაობის პროცესს. მანამდე კი უკვე გაცნობილი მასალა თქვენთვის ჩაინიშნეთ კონსპექტებად, რომ უფრო უკეთ და მარტივად აღიქვათ თქვენთვის დასახული ამოცანა, რომელიც მუშაობის პროცესში მოგიწევთ ამოხსნათ.
მარტივადაა საქმე ამ ყველაფერს თქვენ უკვე, ისედაც აკეთებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში უფასოდ, ჩვენი კომპანია კი იგივე საქმის გაკეთებისათვის ანაზღაურებას გადაგიხდით.
თქვენ გაქვთ ტესტირების კიდევ ერთი კითხვა სწორი პასუხით:
8. რა სფეროებზე შემიძლია ვიმუშავო კომპანიაში? სწორი პასუხი: სავაჭრო ცენტრზე, ვენდორებზე, პიარ კამპანიაზე, ბრენდზე და სტუდიებზე.
9. რა განსხვავებაა სავაჭრო ცენტრზე მუშაობასა და ვენდორებთან მუშაობას შორის? სწორი პასუხი: ვენდორებზე მუშაობისას გვევალება მხოლოდ ვენდორების მოძიება, მოზიდვა და მათი აქტივაცია პროექტში ჩვენი ციფრული სახელით, ხოლო სავაჭრო ცენტრზე შეგვიძლია ვიმუშაოთ ყველა სფეროზე ერთდროულად.
თუ რაიმე გაუგებარია დაგვიკავშირდით. არ ინერვიულოთ ონლაინ გიდი თქვენს გვერდით იგულეთ. ნელ ნელა მთელი სამუშაო პროცესი გასაგები და გამჭირვალე გახდება.
პუნქტი № 4
კომპანია გთავაზობთ, 90 – მდე სხვადასხვა თემის, დამოუკიდებელ ვებ ლოკაციაზე განთავსებულ ციფრულ პროექტს. ასევე, გთავაზობთ იგივე თემის სავაჭრო სივრცეებს, რომლებიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრში, კატეგორიების სახით. შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო თემის პროექტი ან სავაჭრო სივრცე თავად და იმუშაოთ თქვენთვის საინტერესო სფეროში. პირველი სტაჟირების ეტაპზე, მუშაობთ მხოლოდ სვაჭრო ცენტრში. როდესაც გადახვალთ მენეჯერის თანამდებობაზე, თქვენ უკვე შეძლებთ, დამატებით იმუშაოთ თქვენს მიერ არჩეულ თქვენთვის საინტერესო პროექტშიდაც სავაჭრო ცენტრის პარალელურად და მიიღოთ დამატებითი ანაზღაურება. ნებადართულია ერთდროულად რამოდენიმე პროექტში მუშაობა, მხოლოდ სავაჭრო ცენტრში მუშაობის პარალელურად. მთავარია თქვენ თავად მოასწროთ, თვის სამუშაო გეგმების შესრულება, ისე რომ მუშაობის ხარისხი არ გააფუჭოთ.
გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ შემდეგ გვერდზე პუნქტი № 4.1 ჩამოთვლილ ციფრულ პროექტში და სავაჭრო ცენტრში არსებულ სავაჭრო სივრცეებში / კატეგორიებში შეგიძლიათ იმუშაოთ: თქვენი ციფრული სახელით, დაარეგისტრიროთ ვენდორები, დაამატებინოთ მათ პროდუქცია/მომსახურეობები და მიიღოთ მათი აქტივაციიდან სტაბილურად 40% , ხოლო მათი სრული გაყიდვებიდან 6%-ი. გააქირაოთ სარეკლამო ადგილები და მიიღოთ 20%, ისარგებლოთ რეფერის პროგრამით და მიიღოთ 2-% თქვენს მიერ მოწვეული რეფერალების შენაძენებიდან. 4 სხვადასხვა სისტემიდან მიღებული, თქვენი ანაზღაურება შეჯამდება და ერთიანად დაგერიცხებათ თქვენს კუთვნილ ანგარიშზე, ყოველი თვის ბოლოს.
ციფრული პროექტები და სავაჭრო სივრცეები თავისი ვებ ლოკაციებით :
- სავაჭრო ცენტრში არსებული სავაჭრო სივრცეების / კატეგორიების სანახავად ეწვიეთ სავაჭრო ცენტრს აქ და გადახედეთ კატეგორიებს.
- ციფრული პროექტები იხილეთ აქ. მხოლოდ დასახელებებს, პროექტის მოკლე აღწერით შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ გვერდზე პუნქტი № 4.1 მოცემულ ჩამონათვალში. ნებისმიერ პროექტში შესაძლებელია ვენდორებმა განათავსონ, თემის შესაბამისი პროდუქცია, მომსახურეობები, ინვენტარი, ტექნიკა/აპარატურა, აქსესუარები და სხვა.
პუნქტი № 4.1
გაეცანით CBMG – ის ყველა ციფრულ პროექტს, რომლებიც განთავსებულია კომპანიის ერთ ვებ პლათფორმა byme.ge – ზე (ნიშნავს: ჩემს მიერ შექმნილია საქართველოში) დამოუკიდებელი ვებ ლოკაციით. (ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელ ვებ გვერდებზე).
ჩამონათვალში მოცემულია შეკვეთის ID ნომერი / ციფრული პროექტის დასახელება, მოკლე აღწერით / ვებ ლოკაცია.
1 | P001 კომპანია CBMG https://com.byme.ge/ | 19 | P050 საჩუქრები, სურპრიზები, ინვენტარი & აქსესუარები https://gifts.byme.ge/ |
2 | P002 სავაჭრო ცენტრი https://trade-center.byme.ge/ | 20 | P061 ტკბილეული, საკონდიტრო, ინვენტარი & აქსესუარები https://sweets.byme.ge/ |
3 | P081 კარიერა & ვაკანსიები https://career.byme.ge/ | 21 | P062 ტურიზმი, ინვენტარი & აქსესუარები https://tourism.byme.ge/ |
4 | P004 ციფრული ოფისი https://office.byme.ge/ | 22 | P070 ღვინო, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები https://wine.byme.ge/ |
5 | P017 ესთეტიკა & სილამაზე, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები https://beauty.byme.ge/ | 23 | P071 ყავა, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები https://coffee.byme.ge/ |
6 | P018 სტუდია: ვებ, სარეკლამო, ფოტო, ვიდეო, არქიტექტურა&დიზაინი, განათლება, კრეატიული https://studio.byme.ge | 24 | P072 ყველი, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები https://cheese.byme.ge/ |
7 | P026 სამზარეულო, კულინარია, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები https://kitchen.byme.ge/ | 25 | P076 ხის ნაკეთობები, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები https://wood.byme.ge/ |
8 | P027 კოსმეტიკა, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები https://cosmetics.byme.ge/ | 26 | P077 ხელოვნება, ხელოვანები, გამოფენა, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები https://art.byme.ge/ |
9 | P029 ფლორისტები, ყვავილები, ინვენტარი & აქსესუარები https://florist.byme.ge/ | 27 | P078 ხელნაკეთები, პროდუქტები, სახელოსნოები, ინვენტარი & აქსესუარები https://byme.ge/ |
10 | P030 მოტო, ნაწილები, ინვენტარი & აქსესუარები https://moto.byme.ge/ | 28 | P082 ტყავი, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები https://leather.byme.ge/ |
11 | P039 პური, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები https://bread.byme.ge/ | 29 | P068 ქველმოქმედება, საქველმოქმედო ფონდი, პროექტები https://cfs.byme.ge/ |
12 | P043 რკინის ნაკეთობები, ინვენტარი & აქსესუარები https://iron.byme.ge/ | 30 | P064 კრიპტოვალუტა, მაინერები, მაინინგი, მოპოვება http://cripto.byme.ge/ |
13 | P044 სამკაულები, ინვენტარი & აქსესუარები https://jewellery.byme.ge/ | 31 | P063 ფერმა, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები https://farm.byme.ge/ |
14 | P045 სპორტი & ფიტნესი, ინვენტარი & აქსესუარები https://sport.byme.ge/ | 32 | P084 მეორედ, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ავეჯი, ტექნიკა და სხვა http://secand.byme.ge/ |
15 | P046 საოფისე, ინვენტარი & აქსესუარები https://jobs.byme.ge/ | 33 | P085 მცენარეები & მებაღეები, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები http://plants.byme.ge/ |
16 | P047 სარეკლამო, მომსახურეობა, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები https://adstudio.byme.ge/ | 34 | P053 სათამაშოები, ბიო სათამაშოები, პროდუქტები & აქსესუარები |
17 | P048 ბიო & კვების პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები https://bio.byme.ge/ | 35 | P087 ასტროლოგია, ზოდიაქო, კალენდრები, პროდუქტები, ინვენტარი & აქსესუარები http://astro.byme.ge/ |
18 | P049 სახლი & უძრავი ქონება, ინვენტარი & აქსესუარები https://home.byme.ge/ | 36 | P069 საოჯახო ქიმია, სარეცხი და საწმენდი საშუალებები, ინვენტარი & აქსესუარები |
მოცემული ციფრული პროექტები გაიხსნება და გააქტიურდება თანმიმდევრულად, თქვენს მიერ არჩეული პროექტების ხმათა უმრავლესობის მიხედვით.
პუნქტი № 4.2
თქვენ გაქვთ ტესტირების კიდევ შვიდი კითხვა სწორი პასუხებით:
10. რას ნიშნავს სავაჭრო სივრცე? სწორი პასუხი: სავაჭრო სივრცე არის სავაჭრო ცენტრში ვენდორებისათვის გამოყოფილი, სავაჭრო ადგილი.
11. რას ნიშნავს ციფრული პროექტი? სწორი პასუხი: ციფრული პროექტი ნიშნავს კომპანიის პლათფორმაზე არსებულ, დამოუკიდებელ ვებ ლოკაციაზე, ვენდორების მიერ განთავსებულ, ამ პროექტის თემატიკის პროდუქციას, მომსახურეობას, ინვენტარს, ტექნიკა/აპარატურას, აქსესუარებს რეალიზაციის მიზნით.
12. რომელია კომპანიის ვებ პლათფორმა და რას ნიშნავს ის? სწორი პასუხია: კომპანიის ვებ პლათფორმაა byme.ge და ნიშნავს ჩემს მიერ შექმნილია საქართველოში.
13. რა პროექტია განთავსებული კომპანიის ძირითად ვებ პლათფორმაზე? სწორი პასუხია: byme.ge -ზე განთავსებულია ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები.
14. რას ნიშნავს კომპანიის სახელწოდება CBMG? სწორი პასუხია: კომპანია CBMG სი ბი ემ ჯი – კომუნიკაციების ბიზნესის მარკეტინგის ჯგუფი.
15. რამდენი ციფრული პროექტი აქვს სულ კომპანიას? სწორი პასუხი: 90
16. შეუძლია თუ არა თანამშრომელმა იმუშაოს რამოდენიმე პროექტში ერთდროულად? სწორი პასუხია: დიახ შესაძლებელია. ნებადართულია ერთდროულად რამოდენიმე პროექტში მუშაობა, მხოლოდ სავაჭრო ცენტრში მუშაობის პარალელურად.
შევიჭერით როლებში და უფრო გვაინტერესებს გავიგოთ ყველა შესაძლებლობა, რასაც კომპანია გვთავაზობს? ეს ძალიან კარგია. ვინც ბოლომდე ყურადღებით გაეცნობა და გაერკვევა მუშაობის ინსტრუქციაში, ის ყველაზე მალე მიაღწევს ამ სამსახურში წარმატებას და დასახულ მიზანს.
კომპანია CBMG ნამდვილად უპრეცენდენტო, გრანდიოზულ შესაძლებლობებს გთავაზობთ და გაძლევთ: განვითარდეთ, აიწყოთ თქვენი კარიერა თქვენთვის საინტერესო სფეროში. დასაქმდეთ და იმუშაოთ ასევე თქვენთვის საინტერესო სფეროში. იმუშაოთ იმ ადგილიდან, სადაც იმყოფებით. იმუშაოთ იმ თანამდებობაზე, რომელიც თქვენთვის საინტერესო და სასურველია. იმუშაოთ იმდენი საათი, რამდენიც თქვენთვის მოსახერხებელია. იმუშაოთ იმ სფეროზე, რომელიც გაინტერესებთ. იმუშაოთ იმ მეთოდით, რომელიც თქვენ უკეთ გამოგდით. იმუშაოთ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც თქვენთვის იოლად მისაღწევია. გაზარდოთ თქვენი ანაზღაურება სასურველ ნიშნულამდე. მონაწილეობა მიიღოთ კომპანიის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებსა და აქტიობებში. ისარგებლოთ “ძალიან მაგარი ბარათი”- ს პრივილეგია/შეთავაზებებით და ეს კიდევ ყველაფერი არ არის.
თქვენ უკვე გაეცანით ძირითად ინფორმაციას, ახლა უშუალოდ სამუშაო პროცესზე გადავდივართ.
მანამდე კი გთხოვთ, სავაჭრო ცენტრის გარდა, რადგან სავაჭრო ცენტრში მუშაობს ყველა თანამშრომელი, შეარჩიოთ თქვენთვის საინტერესო ერთი ან რამოდენიმე ციფრული პროექტი, სადაც ასევე ისურვებდით მუშაობას. გაცნობილი ინფორმაცია ჩაინიშნოთ თქვენთვის კონსპექტის სახით, კარგად გაიაზრეთ, გააცნობიერეთ, წარმოიდგინეთ გადაკითხული ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ გადადით შემდეგ გვერდზე. ონლაინ გიდი თქვენს გვერდით იგულეთ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით.
პუნქტი № 5
კომპანია CBMG გთავაზობთ, რამოდენიმე მუშაობის ფორმას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც სავაჭრო ცენტრის ნებისმიერ სავაჭრო სივრცეში/კატეგორიაში, ასევე ნებისმიერ ციფრულ პროექტში განთავსებულ პროდუქტებზე/მომსახურეობებზე სამუშაოდ.
ძირითადი მუშაობის ფორმები:
- კოპირება ჩასმები – თქვენი ციფრული სახელით აქტივირებული ვენდორის მიერ სავაჭრო ცენტრში ან ციფრულ პროექტში განთავსებული პროდუქტი/ მომსახურეობის სურათის თავისი აღწერილობის ტექსტით კოპირება და ჩასმა შესაბამისი თემის გვერდებზე, ჯგუფებში ძირითადად სოციალურ ქსელში. ასევე ნებისმიერი კომპანიის სარეკლამო კონტენტის, შეთავაზების კოპირება ჩასმა, შესაბამისი თემის ნებისმიერ სოციალურ სივრცეში.
- შეთავაზებები – გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზებები იგზავნება მხოლოდ პირად შეტყობინებებში; 1. იმეილ მარკეტინგი – გააგზავნეთ ვენდორის შეთავაზებები თქვენი ციფრული სახელით, თქვენს მიერ მოძიებული პოტენციური ვენდორების ელ.ფოსტის მისამართებზე , კომპანიის შეთავაზებები და კომპანიის სარეკლამო კონტენტი, თქვენი ციფრული სახელით, თქვენს ხელთ არსებული ელ.ფოსტების მისამართებზე; 2. სმს მარკეტინგი – დაიმატეთ თქვენი ვენდორები WhatsApp – ში ან Viber – ში და გაუგზავნეთ მათ ვენდორის შეთავაზებები, ასევე WhatsApp – ის ან Viber – ის საშუალებით გაუგზავნეთ კომპანიის შეთავაზებები, სარეკლამო კონტენტი თქვენი ციფრული სახელით, თქვენს მეგობრებს/კონტაქტებს; 3. სოციალური მარკეტინგი – გააგზავნეთ ვენდორის შეთავაზებები თქვენს მიერ მოძიებული პოტენციური ვენდორების სოციალურ გვერდებზე პირადი შეტყობინების სახით, კომპანიის შეთავაზებები და კომპანიის სარეკლამო კონტენტი, თქვენს სოციალურ გვერდის მეგობრებთან ან თქვენს მიერ არჩეული თემის შესაბამის სოციალურ გვერდებზე, ჯგუფებში პირადი შეტყობინების სახით;
- გაზიარებები – სავაჭრო ცენტრში თქვენი ვენდორის მიერ განთავსებული პროდუქტი/ მომსახურეობის ღილაკით გაზიარება თემის შესაბამის, ნებისმიერ სოციალურ გვერდებზე ან ჯგუფებში, პოსტების სახით, თქვენი ციფრული სახელით. აკონტროლეთ კომენტარები და უპასუხეთ მათ.
- მოწვევები – 1. დააინტერესეთ და თქვენი ციფრული სახელით მოიწვიეთ ვენდორები სავაჭრო ცენტრში ან ციფრულ პროექტებში, მათი რეალიზაციის გასაუმჯობესებლად. თქვენ დაგერიცხებათ სტაბილური ანაზღაურება, თითოეული ლიცენზირებული ვენდორიდან 40%-ის ოდენობით, ყოველი თვის ბოლოს. 2. დააინტერესეთ და თქვენი ციფრული სახელით მოიწვიეთ სამსახურის მაძიებლები ციფრულ ოფისში სამუშაოდ, თქვენ მიიღებთ ბონუსს 10% – ს თითოეული ლიცენზირებული თანამშრომლიდან, ნებისმიერი თანამდებობის არჩევის შემთხვევაში, გარდა სტაჟიორისა. ბონუსი დაგერიცხებათ ანაზღაურებასთან ერთად თვეში ერთხელ. 3. დარეგისტრირდით პროგრამაში “რეფერი” და თქვენი რეფ. ბმულით მოიწვიეთ მომხმარებლები / პოტენციური კლიენტები სავაჭრო ცენტრში ან ციფრულ პროექტებში, საშოპინგოთ.
- სავიზიტო ბარათები / ფლაერები ბუკლეტები / ბრენდირება. მხოლოდ სტაჟირების შემდეგ – კომპანიის მიერ შემოთავაზებული მზა სავიზიტო ბარათები და სხვა სარეკლამო პროდუქტები, სადაც უკვე გექნებათ თქვენი ციფრული სახელი და კონტაქტები მითითებული, შეგიძლიათ გაუგზავნოთ ვენდორებს ონლაინ, პირად შეტყობინებებში. ასევე გადაცეთ მოვაჭრეებს / ვენდორებს პირადად.
მუშაობის პროცესი
თანამშრომელი იძიებს არჩეული სამუშაო თემის შესაბამის ვენდორებს, ქმნის საკუთარ ვენდორების ბაზას და თავაზობს მათ, მათი საქმიანობის კომპანიის სავაჭრო ცენტრში გადმოტანას. შედეგების, გაყიდვების, პიარის , რეკლამირების, მომსახურეობის გაზრდის მიზნით. დაინტერესებული ვენდორი, თანამშრომლის ციფრული სახელით რეგისტრირდება სავაჭრო ცენტრში ან მის პროექტში და იაქტიურებს სამუშაო ლიცენზიას. თანამშრომელი მისი ვენდორის პროდუქციის განთავსების თანავე იწყებენ მუშაობას. შეისწავლის პროდუქტს მის აღწერილობას და სამუშაო ფორმებით, ეცდება პროდუქების/მომსახურეობების რეალიზაციას, საკუთარი ანაზღაურების გასაზრდელად.
თქვენ კიდევ გაქვთ ტესტირების კითხვები სწორი პასუხებით:
17. როგორ მუშაობს თანამშრომელი კომპანიის ციფრულ ოფისში? სწორი პასუხი: იძიებს ვენდორს, აინტერესებს მას და სამუშოა ფორმების გამოყენებით, ეხმარება სავაჭრო ცენტრში განთავსებული მისი პროდუქტების/მომსახურეობების სწრაფ რეალიზაციაში.
18. რა სამუშაო ფორმები არსებობს ციფრულ ოფისში? სწორი პასუხი: კოპირება ჩასმა, შეთავაზებები, გაზიარებები და მოწვევები.
19. საიდან ერიცხება თანამშრომელს სტაბილური გეგმიური ანაზღაურება და რამდენი? სწორი პასუხი: თანამშრომელს სტაბილური გეგმიური ანაზღაურება ერიცხება, მისი ციფრული სახელით ლიცენზირებული ვენდორიდან. ვენდორის მიერ გააქტიურებული ლიცენზიის 40% ის ოდენობით თვეში ერთხელ.
20. როგორ ხვდება ვენდორის ლიცენზია კონკრეტული თანამშრომლის ანაზღაურებაში? სწორი პასუხი: რომელი თანამშრომლის ციფრულ სახელსაც მიუთითებს ვენდორი რეგისტრაციისას, იმ თანამშრომლის ანაზღაურებაში მოხვდება მის მიერ გადახდილი ლიცენზიის საფასურის 40%-ი.
21. ეკრძალება თუ არა თანამშრომელს ოფლაინში მუშაობა, პირადი შეხვედრები და ფიზიკურ ობიექტებზე გასვლა? სწორი პასუხი: არა, არ ეკრძალება. თანამშრომელს შეუძლია იმუშაოს, როგორც ონლაინ ისე ოფლაინ. მხოლოდ სტაჟირების წარმატებულად გავლის შემდეგ.
ხომ ყველაფერი გასაგებია? არ გაჩერდეთ. კარგად გაიაზრეთ დაალაგეთ თქვენს გონებაში, ჩაინიშნეთ, რაც საჭიროა და შევაჯამოთ სამუშაო პროცესი.
პუნქტი № 5.1
მუშაობის პროცესის შეჯამება / დეტალური აღწერა
ლიცენზირებული თანამშრომელი მისთვის საინტერესო თემის შესამაბისად იწყებს ამავე სფეროში არსებული ვენდორების ბაზის შექმნას.
- მოიძიეთ ვენდორები Google – ის, Yell.ge – ს, Facebook – ის ან სხვა სოციალური სივრცეების საშუალებით. ასევე მაღაზიებში, სააგენტოებში, სალონებში, გარე მოვაჭრეებთან პირადი ვიზიტის დროს, შეგიძლიათ გამოართვათ სავიზიტო ბარათები ან კონტაქტები.
- გახსენით ექსელის ფაილი და გააკეთეთ ცხრილის სახით რეპორტინგის ფორმა, როგორც ქვემოთ სურათზეა მოცემული: მუშაობის დღე, თარიღი, თქვენი ციფრული სახელი აქ ციფრულ ოფისში, თქვენი თანამდებობა, თქვენს მიერ არჩეული თემა/სფერო, რამდენი ვენდორი დაარეგისტრირეთ, რამდენმა ვენდორმა გაიაქტიურა ლიცენზია. ქვემოთ მიუთითეთ ვენდორის მონაცემები: ვენდორის სახელწოდება/დასახელება, ტელეფონი/მობილურის ნომერი, ელ.ფოსტის პასუხისმგებელი / საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, ვენდორის საქმიანობის სფერო, ვენდორის მისამართი, მიუთითეთ რა ფორმით დაუკავშირდით ვენდორს, (ზარი, ელ.ფოსტა, სმს თუ შეხვედრა, მიუთითეთ პასუხი / შედეგი როგორი იყო ვენდორის რეაქცია და რა გიპასუხათ (მოკლედ).
- გადმოიტანეთ ცხრილში მოძიებული ვენდორის მონაცემები ცხრილში, დანარჩენი კი შეავსეთ ვენდორთან საუბრისას.

4. რეპორტინგის ფორმა იგზავნება თვეში ერთხელ, ყოველი თვის 20 და 21 რიცხვებში.
5. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია თვის სამუშაო გეგმის შესრულება სრული ანაზღაურების მისაღებად. რამდენი ვენდორი უნდა გააქტიუროთ მინიმუმ სავაჭრო ცენტრში ან ციფრულ პროექტში დამოკიდებულია თქვენს თანამდებობაზე. მაქსიმალური რაოდენობა არ არის შეზღუდული. სამუშაო გეგმების სანახავად ეწვიეთ გვერდს, ჩემი კაბინეტი, ქვე მენიუში სამუშაო გეგმები.
6.