ბრენდი

კომპანია CBMG (კომპანიის ბრენდი ჩემს მიერ შექმნილი საქართველოში) – ქმნის საკუთარი

ბრენდის განსხვავებულ ხაზებს, მხოლოდ ბუნებრივი და ნატურალური მასალებისაგან: ტყავის, ჯუთის, თექის, ხის, თიხის, მეტალის, მინის, მინანქარის, ოქროს, ვერცხლის და მინერალური ქვებისაგან დამზადებული ხელთნაკეთები, სუვენირები და პროდუქტები. პატარა სახლები, სახლები ბორბლებზე, სახლისა და ბაღის ავეჯი, ინვენტარი, ჭურჭელი და აქსესუარები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, ქამრები, ქუდები, საფულეები და აქსესუარები, სათამაშოები, სამაგიდე თამაშები, დეკორატიული ნივთები, სუვენირები და სხვა.

თუ მუშაობთ ტყავზე, ხეზე, თიხაზე, მინაზე, თექაზე, მინანქარზე, რკინა – მეტალზე, ხართ მეწაღე, მკერავი, იუველირი ან დიზაინერი, გაქვთ სამკერვალო, სახელოსნო, ცეხი ან საამქრო, გთავაზობთ თანამშრომლობას: შექმენით / დაამზადეთ ჩვენი შეკვეთით ან თქვენი დიზაინით შემოგვთავაზეთ ბუნებრივი, ნატურალური მასალებისაგან განსხვავებული, ორიგინალური, თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია ექსკლუზიურად ჩვენი ბრენდისათვის და გახდით კომპანია CBMG – ს ბრენდის პარტნიორი. მიიღეთ თქვენი ხელობის შესაბამისი ანაზღაურება თითოეული გაყიდული პროდუქტიდან.

კომპანია ღიაა საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობებისათვის. მივიღებთ საინტერესო ბიზნეს შემოთავაზებებს, როგორც იურიდიული ისე ფიზიკური პირებისაგან.

კომენტარის დატოვება